воскресенье, 16 июля 2017 г.

რეფლექსია
 ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
 ვისწავლე;
რა არის მთავარი პროექტის კეთებისას;
როგორ გავაკეთო პროექტი თანმიმდევრულად;
რა გავითვალისწინო პროექტის დასაწყისში,მსვლელობისას და ბოლოს;
ვისწავლე თუ როგორ ვიმუშაო ბავშვებთან,რომ ისინი გავიდნენ მაღალ სააზროვნო უნარებზე.

вторник, 11 июля 2017 г.

      დღეს ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა გავხადოთ მოსწავლეები თვითრეგულირებადი.
როგორ შევძლოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების განსაზღვრა.
რა სჭირდებათ მოსწავლეებს რომ ისწავლონ,როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
თვითრეგულირება დამეხმარება ,მოსწავლეებს განვუსაზღვრო ინტერესის  სფერო,განვუსაზღვრო საჭიროებები და მივცე შესაძლებლობა ივარჯიშონ.

понедельник, 10 июля 2017 г.

 
   დღეს განვიხილეთ თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა.
    შევისწავლე გეგმების,ჩეკლისტების,რუბრიკების შექმნა.
     გავიგე თუ როდის და როგორ გამოვიყენო თვითშეფასება რეფლექსიის კითხვების          გამოყენებით.
    გავერკვიე თუ როგორ ხდება სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენა.
     განვიხილეთ, როგორ ხდება თანატოლების უკუკავშირი.
      მოსწავლის სწავლის შეფასების ინსტრუმენტები დამეხმარება არამარტო რეფლექსიებში და მათი პროგრესის შეფასებაში, არამედ წინასწარად განვსაზღვრო მოლოდინები პროექტში მიმდინარე ნაშრომებთან დაკავშირებით.

понедельник, 3 июля 2017 г.

რეფლექსია
 დღეს გვქონდა საუბარი უკუკავშირზე,დაწყვილების მეთოდებზე და საავტორო უფლებებზე.მიღებული ცოდნა დამეხმარებამივსცე სასწავლო პროცესს ახალი განზომილება,გავაკეთო აქცენტი პლიუსებზე და არა ნაკლოვანებებზე.აღვნიშნო მოსწავლის ძლიერი მხარეები,მივცე მოტივაცია საგნით დაინტერესებას.
 ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე რაც დამეხმარება არ მოვახდინო სხისი უფლებების გამოყენება არასწორად და დავიცვა საკუთარი უფლებები.